თბილისი(GBC) - პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები ამოქმედდება.

ამ ინიციატივის შედეგად, ფარმაცევტულ კომპანიებს წამლების გაყიდვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ფასებზე მეტად არ შეეძლებათ.

მთავრობის პროგნოზით კი მედიკამენტები საშუალოდ 40%-ით გაიაფდება და პირველ ეტაპზე აღნიშნული ინიციატივა 1300-ზე მეტ მედიკამენტს შეეხება.