თბილისი (GBC) - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის" საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. პროგრამა, რომლის მეორე ფაზა 2019 წელს დაიწყო, ევროკავშირის მიერ 48,85 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსდა.

ადგილი: რედისონ ბლუ ივერია (მისამართი: 1 ვარდების რევოლუციის მოედანი, თბილისი)
დრო: 09:00
თარიღი: 26 სექტემბერი
 
ღონისძიებას გახსნის და სტუმრებს სიტყვით მიმართავს, ნიკოლას სენდროვიჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის ხელმძღვანელი.

ევროკავშირის დაფინანსებულმა „განათლება დასაქმებისთვის" პროგრამამ მხარი დაუჭირა საქართველოში დასაქმების, უნარების განვითარებისა და ახალგაზრდობის სფეროში სექტორული რეფორმის პოლიტიკის განხორციელებას, ხელი შეუწყო საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და გლობალურ დონეზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას. აღნიშნული მიზნები განხორციელდა ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებით, სერვისების მიწოდების სტანდარტების გაუმჯობესებით, აგრეთვე ინდივიდების დასაქმების ამაღლებით, რაც ემსახურება ინკლუზიური, ერთიანი და წარმატებული საზოგადოების ჩამოყალიბებას მთელს საქართველოში.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პროგრამის მიერ მიღწეული შთამბეჭდავი შედეგები, რომელიც განხორციელდა ყოვლისმომცველი მიდგომის მეშვეობით და მოიცავდა საბიუჯეტო მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებას, ინსტიტუციური დაძმობილების (Twinning) პროექტებსა და საგრანტო კომპონენტს.

პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა მისი გავლენა უნარებისა და ახალგაზრდების განვითარებაზე საქართველოს რეგიონებში. პროგრამის მიერ დაფინანსებული ცხრა საგრანტო პროექტის მეშვეობით, ათასობით ქართველმა აიმაღლა საკუთარი უნარ-ჩვევები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და დასაქმდა არასამთავრობო აქტორებისა და სერვისის პროვაიდერების დახმარებით.

ღონისძიებაზე ასევე ყურადღება გამახვილდება ტექნიკური დახმარების კომპონენტის მიღწევებზე, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვანი დოკუმენტების, სტრატეგიების შემუშავებას და შესაძლებლობების ზრდაზე ორიენტირებულ ინიციატივებს, რამაც ხელი შეუწყო დასაქმების სერვისების მიწოდებას და აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის გატარებას. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეები მიმოიხილავენ პროგრამის გავლენას საქართველოში დასაქმების, უნარების განვითარებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით და ასევე ისაუბრებენ პროგრამის შედეგების მდგრადობაზე.

ღონისძიებას დაესწრებიან ექსპერტები, პოლიტიკის შემქმნელები, სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, კერძო სექტორის და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
 
ევროკავშირის შესახებ:

30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshirisakartveloshi/
 
ინფორმაცია პროგრამის შესახებ:

პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის", რომელიც 2019 წელს დაიწყო, მიზნად ისახავდა ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველთა დასაქმების გაუმჯობესებას საქართველოს რეგიონებში. პროგრამა განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით მათ შორის 30 მილიონი ევროს პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა, ორი დაძმობილებული (Twinning) პროექტი, 7 მილიონი ევროს საგრანტო სქემა და ტექნიკური დახმარების კომპონენტი. ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის" პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://eu4georgia.eu/skills4jobs-programme/