·თბილისი (GBC) - H&M ჯგუფის წმინდა გაყიდვები პირველ კვარტალში 3 პროცენტით გაიზარდა და შეადგინა 55.3 მლრდ შვედური კრონა (2023 წლის შესაბამისი პერიოდი: 53.6 მლრდ)

ადგილობრივ ვალუტებში წმინდა გაყიდვები გაიზარდა 2 პროცენტით, მაშინ როცა მაღაზიების რაოდენობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 3 პროცენტით შემცირდა.

პირველი კვარტალი (2024 წლის 1 დეკემბერი – 2025 წლის 28 თებერვალი)

·         H&M ჯგუფის წმინდა გაყიდვები პირველ კვარტალში 3 პროცენტით გაიზარდა და შეადგინა 55.3 მლრდ შვედური კრონა (2023 წლის შესაბამისი პერიოდი: 53.6 მლრდ) ადგილობრივ ვალუტებში წმინდა გაყიდვები გაიზარდა 2 პროცენტით, მაშინ როცა მაღაზიების რაოდენობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 3 პროცენტით შემცირდა.

·         მთლიანმა მოგებამ შეადგინა 27.1 მლრდ შვედური კრონა რაც შეესაბამება მთლიანი მოგების მარჟას - 49.1 პროცენტი. კვარტალში მთლიანი მოგების მარჟაზე გავლენა მოახდინა უარყოფითმა გარე ფაქტორებმა, ფასდაკლებების ზრდამ და მომხმარებლისთვის შეთავაზების გაუმჯობესებისთვის განხორციელებულმა ინვესტიციებმა. შვედურმა კრონამ პირველ კვარტალში გამყარება დაიწყო, რის შედეგადაც ვალუტის გადაფასების ეფექტმა ასევე უარყოფითად იმოქმედა მთლიანი მოგების მარჟაზე წინა წელთან შედარებით.

·         გაყიდვებისა და ადმინისტრაციულმა ხარჯებმა შეადგინა 25.9 მილიარდი შვედური კრონა. ადგილობრივ ვალუტებში აღნიშნული ხარჯები წლიურად თითქმის იგივე დონეზე დარჩა.

·         საოპერაციო მოგებამ შეადგინა 1.2 მლრდ შვედური კრონა, რაც შეესაბამება საოპერაციო მოგების მარჟას. საოპერაციო მოგების შემცირება ძირითადად განპირობებულია მთლიანი მოგების მარჟის შემცირებით.

·         გადასახადების გადახდის შემდეგ მიღებულმა მოგებამ შეადგინა 579 მილიონი შვედური კრონა.

·         მარაგების მოცულობა გაიზარდა 9 პროცენტით და შეადგინა 41,008 მილიონი შვედური კრონა. ვალუტის ეფექტების გათვალისწინებით, ზრდა 11 პროცენტს შეადგენდა წინა წელთან შედარებით. აღნიშნული ზრდის უმეტესობა აიხსნება პირველი კვარტლის შედარებით სუსტ მოგების მარჟაზე ასახული პროდუქტის შეძენის ხარჯების მატებით. ასევე, წითელ ზღვაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო გახანგრძლივებული ტრანსპორტირების დრო კვლავ აისახა მარაგებზე. მარაგების სტრუქტურა შეფასებულია როგორც დადებითი.

·         საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადმა ნაკადმა შეადგინა 4.201 მლრდ შვედური კრონა.

·        2025 წლის მარტში, ადგილობრივ ვალუტებში გაყიდვები მოსალოდნელია რომ 1 პროცენტით გაიზარდოს წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით.

·         გარე ფაქტორების, ფასდაკლებების ზრდისა და მომხმარებლისთვის შეთავაზებაში განხორციელებული ინვესტიციების ერთობლივი უარყოფითი გავლენა სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შემცირდება მეორე კვარტალში. ამასთან ერთად, სტრატეგიულ მომწოდებლებთან თანამშრომლობა ღრმავდება და უკვე იძლევა დამატებით პოზიტიურ შედეგებს.

·         H&M ჯგუფი შედის Carbon Disclosure Project-ის A სიაში, რაც მისი გამჭვირვალობისა და კლიმატზე ზემოქმედების სფეროში ლიდერობის აღიარებას ნიშნავს.

H&M ჯგუფმა ასევე გამოაქვეყნა 2024 წლის წლიური და მდგრადობის ანგარიში, სადაც სათბურის აირების ემისიების 24%-ით შემცირებაზეა აღნიშნული, 2024-შო,  2019 წლის საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წლის საერთო კრება გაიმართება 2025 წლის 7 მაისს, სადაც განიხილება მმართველი საბჭოს წინადადება დივიდენდის გადახდაზე — თითო აქციაზე 6.80 შვედური კრონა, ორი ეტაპად, და ასევე — უფლებამოსილების მიცემა საბჭოსთვის, ჯგუფის B კლასის აქციების გამოსასყიდად 2026 წლის საერთო კრებამდე.

დანიელ ერვერის, CEO-ს კომენტარი:

"პირველ კვარტალში გაყიდვები შვედურ კრონაში გაიზარდა 3 პროცენტით, რასაც ხელი შეუწყო ქალის კოლექციების დადებითმა რეალიზებამ. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტებია პროდუქტის შეთავაზების გაძლიერება, შთამაგონებელი შოპინგ-გამოცდილების შექმნა და ბრენდის პოზიციონირების გაუმჯობესება. ამით ჩვენ ვქმნით საფუძველს გრძელვადიანი, მომგებიანი და მდგრადი ზრდისთვის.

დადებითი დინამიკა შეინიშნებოდა დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიასა და პოლონეთში. ონლაინ გაყიდვები კვლავ იზრდება, რაც მიუთითებს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. გრძელდება მაღაზიების პორტფელის ოპტიმიზაცია.

მომგებიანობა დაზარალდა სუსტი მთლიანი მოგების მარჟის გამო, რაც თავის მხრივ განპირობებული იყო გარე ფაქტორებით, თუმცა, ველით, რომ ამ ფაქტორების უარყოფითი გავლენა მეორე კვარტალში უკვე მნიშვნელოვნად შემცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს გეგმის განხორციელებაში და ხარჯების კონტროლი ეფექტურია, გაყიდვებმა და მოგებამ მოლოდინებზე ოდნავ დაბალი შედეგი აჩვენა — თუმცა პირველი კვარტალი ჩვენს შემთხვევაში წილისა და მოგების მხრივ ყველაზე პატარა პერიოდია და გვაქვს სრული ნდობა მომავლის მიმართ.

  დაგროვებული ფინანსური რესურსები გვაძლევს მოქნილობას, რომ გავაანალიზოთ რა ქმნის ყველაზე დიდ ღირებულებას მომხმარებლისთვის. გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრირებულად გავაგრძელოთ ჩვენი გეგმის შესრულება და ყველას შევთავაზოთ საუკეთესო კომბინაცია მოდის, ხარისხის, ფასისა და მდგრადობის მიმართულებით. ამისათვის ვაძლიერებთ პროდუქტებს, შოპინგ გამოცდილებას და ბრენდს — რაც საფუძველს ქმნის გრძელვადიანი, მომგებიანი და მდგრადი ზრდისთვის.

 

 

H & M Hennes & Mauritz AB (publ)

SE-106 38 სტოკჰოლმი

ტელეფონი: +46 8 796 55 00, e-mail: info@hm.com

რეგისტრირებული ოფისი: Stockholm, Reg. No. 556042-7220

 

H&M Hennes & Mauritz AB  დაარსდა შვედეთში 1947 წელს და მისი აქციები განთავსებულია Nasdaq Stockholm-ზე. H&M-ის ბიზნეს იდეა არის მოდისა და ხარისხის შეთავაზება საუკეთესო ფასად მდგრადი გზით.

H&M-ის გარდა, ჯგუფში შედის ბრენდები: COS, Cheap Monday, Weekday, Monki, H&M HOME, & Other Stories, ARKET, Singular Society და Sellpy. ჯგუფი ასევე ფლობს რამდენიმე საინვესტიციო მიმართულებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: hmgroup.com