თბილისი (GBC) - იანვარ-ივლისში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) 1 508 განაცხადი შევიდა, ზარების რაოდენობამ კი 4 650-ს გადააჭარბა. განაცხადების წლიურად 106%-ით გაზრდილია.
საანგარიშო პერიოდში, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 204 დარღვევის ფაქტი დადასტურდა, 472 საქმეზე. ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 93 მოვაჭრეს, ჯამში 214 400 ლარის ჯარიმა დაეკისრა, 221 საქმეზე.
ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 139 საქმეზე - 120 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შესული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 79% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6%, იმერეთი 4%, ქვემო ქართლი 2%, კახეთი 2%, სამეგრელო – ზემო სვანეთი 2% და სხვ.
მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 628 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 334, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 355, ხოლო სხვა დანარჩენზე - 191.
სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 70%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 15%.
