თბილისი (GBC) - შპს იმპექსფარმი 2021 წელს ამონაგებს 16.7%-ით ზრდის და 108.9 მლნ ლარს აფიქსირებს. ამ პერიოდში კომპანიის აქტივებმა 83.5 მლნ ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 14.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

კომპანიის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებამ 84.4 მლნ ლარი შეადგინა (+17.2% Y.Y), ხოლო შრომის ანაზღაურების ხარჯებმა 10,1 მლნ ლარი (+13.5% Y.Y)

2021 წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურებასა და რეკლამის ხარჯი კომპანიას 11.9 მლნ დაუჯდა.

იმპექსფარმი 1999 წელს დაფუძნდა და მისი 100% წილის მფლობელი დავით კოხრეიძეა.

2021 წლის ფარმაცევტული საქონლით საცალო ვაჭრობის ტოპ ხუთეულში შპს იმპექსფარმამ შპს ნატალი ჩაანაცვლა.

შესაბამისად 2021 წლის ხუთეული ასეთია: იმპექსფარმი; ნეოფარმი+; პსპ ფარმა; გეფა; ავერსი ფარმა. (2020 წლის ტოპ ხუთეული: ნატალი; ნეოფარმი+; პსპ ფარმა; გეფა; ავერსი.).

ინპექსფარმას ანგარიშგება

2021 მლნ ლარი

2020 მლნ ლარი

ამონაგები

108.9

93.3

აქტივები

83.5

72.8

რ.ს.თ

(84.4)

72

ხელფასი და რეკლამა

(11.9)

(10.3)