თბილისი (GBC) - 2021 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს RMG copper-მა შემოსავალი 439.8 მლნ ლარი დააფიქსირა, რაც 12.9%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ამ პერიოდში კომპანიას 17%-ით 258.1 მლნ-დან 302.1 მლნ ლარამდე გაეზარდა პროდუქციის ხარჯი. შესაბამისად კომპანიის მოგებამ 2021 წლის ბოლოს 137.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 44.2%-ით ნაკლებია პანდემიური 2020–ის მაჩვენებელზე.
2021 წლის განმავლობაში კომპანიამ 12.9%-ით 811.4 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები, ხოლო 20.5%-ით 455.8 მლნ ლარამდე კაპიტალი.
კომპანიამ 46.6%-ით 4.9 მლნ ლარამდე შეამცირა თანამშრომელთა ხელფასებზე და დანამატებზე გაცემული თანხა.
RMG Cooper მეორე წელია ოქტომბრის ექსპორტიორთა ათეულშია შემდეგ კომპანიებთან ერთად:
(2022ოქტომბერი) აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის ს/ფ; შპს აჭარა ტექსტილე; სს რუსთავის აზოტი; შპს Caucasian Metals Terminal; შპს RMG Gold; შპს კავკასიის ავტოიმპორტი; შპს ტოიოტა კავკასია; შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია; შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს.
(2021ოქტომბერი) აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის ს/ფ; შპს აჭარა ტექსტილე; სს რუსთავის აზოტი; შპს Caucasian Metals Terminal; შპს RMG Gold; შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი; შპს ჯეი თი აი კავკასუს; შპს ტოიოტა კავკასია; შპს ჯორჯიან მანგანეზი.
RMG Copper - დაარსებულია 1996 წელს. მისი აღმასრულებელი დირექტორი ჯონდო შუბითიძეა.
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრი ჰყავს და სამივე რუსეთის მოქალაქეა (თავმჯდომარე/წევრი: დმიტრი ტროიცკი; თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: დმიტრი კორჟევი; წევრი: ირინა ნიკიფოროვა).
RMG copper |
2021 |
2020 |
% |
შემოსავალი |
439.8 |
505 |
(12.9) |
თვითღირებულება |
(302.1) |
(258.1) |
17 |
სრული მოგება |
137.7 |
246.9 |
(44.2) |
აქტივები |
811.4 |
718.9 |
12.9 |
კაპიტალი |
544.8 |
452 |
20.5 |
ხელფასები |
4.9 |
9.2 |
46.6 |
მლნ ₾