თბილისი (GBC) – ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, სელფი მობაილმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, თბილისში კორპორაციული მომსახურების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის მისამართია ვაჟა-ფშაველას გამზირი 70, სითი თაუერი. 

სელფი მობაილის კორპორაციული მომსახურება მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აუციელბელი სერვისების სრულ სპექტრს, რომელიც ითვალისწინებს კლიენტის საქმიანობის სფეროსაც და ესადაგება მათ საჭიროებებს. ტელეკომ მომსახურებასთან ერთად, სელფი მობაილი კორპორაციულ კლიენტებს სთავაზობს ინოვაციურ ბიზნეს გადაწყვეტებს და სპეციალურ პირობებს ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელ სხვადასხვა მომსახურებაზე,  პარტნიორების ფართო ქსელის არსებობის დამსახურებით.

„სელფი მობაილის კორპორაციული კლიენტების მომსახურებას გამოარჩევს მომხმარებელზე ინდივიდუალური ზრუნვა და სერვისების ფართო სპექტრი, რომელიც კავშირგაბმულობის გარდა მოიცავს მათი საქმიანობისთვის აუცილებელ გადაწყვეტებს. როგორც ევროპაში წამყვანი ტელეკომ ოპერატორის, Vodafone-ის პარტნიორს საქართველოში, სელფი მობაილს  შესაძლებლობა აქვს მის კლიენტებს გაუზიაროს ევროპაში აპრობირებული საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკა და შესთავაზოს Vodafone-ის პროდუქტები. მოხარული ვარ, რომ ამიერიდან ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მომსახურებას ახალ სივრცეში, რომელიც სრულადაა მორგებული მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე.“- აცხადებს ხათუნა კოხრეიძე, სელფი მობაილის კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

დამატებითი ინფორმაცია სელფი მობაილის კორპორაციული მომსახურების შესახებ იხილეთ: https://cellfie.ge/ka/b2b/mobile