თბილისი (GBC) - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 1.1 მლნ ლარის ღირებულების კონსოლიდირებულ ტენდერში შპს „კამორა’’ ლიდერობს.

ტენდერში წინადადებების მიღება 22 ნოემბერს დასრულდა და ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. „კამორა’’ კი ერთადერთი კანდიდატია.

ტენდერი გულისხმობს 1.1 მლნ ლარის ღირებულების ლატექსის ტიპის არასტერილური (ტალკის გარეშე) ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანების შესყიდვას.

ტენდერის პირობების მიხედვით, საქონლის ვარგისობის ვადა მიწოდების თარიღიდან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 24 თვეს და პრეტენდენტმა თავად უნდა მოახდინოს საქონლის მიწოდება.

ტენდერის მოთხოვნების მიხედვით  ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ფარმაცევტული პროდუქტების ან/და სამედიცინო მოწყობილობების/აპარატურის ან/და სამედიცინო სახარჯი მასალების მიწოდების არანაკლებ არანაკლებ 534,703.00 ლარისა.

შპს ,,კამორა’’ დაარსებულია 2019 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით, „კამორას“ 323 კონსოლიდირებული შესყიდვა აქვს განხორციელებული ფასით 2.9 მლნ ლარი.

კომპანიის მესაკუთრე თამარ ვაშაყმაძეა.