თბილისი (GBC) – თიბისი კაპიტალის 2022 ფინანსური წლის მიმოხილვის თანახმად, სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტის შემოსავალმა გასულ წელს 473 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 14%–ით აღემატება.

კომპანიის შემოსავალმა მობილური კავშირიდან მთლიანი კომერციული შემოსავლის 57% შეადგინა, რაც 22,6%–ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გასული წლის ბოლოსთვის კომპანიის მობილური კავშირის აბონენტთა რაოდენობა 4,5%–ით იყო გაზრდილი.

კომპანიის მომსახურების კატეგორიების მიხედვით ბაზარზე მისი წილის ზრდა გამოიკვეთა. წილი უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა შედარებით მცირე სეგმენტებში – ფასიანი ტელევიზია და ფიქსირებული სატელეფონო კავშირი.