თბილისი (GBC) – სელფი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ გასვლასთან დაკავშირებით, ქომაგებს შესაძლებლობას აძლევს გერმანიაში, სამივე ქალაქში სადაც საქართველოს ნაკრების მატჩები იმართება, ეწვიონ სპეციალურად მოწყობილ საგულშემატკივრო სივრცეებს, ე.წ. ფანზონებს.

სამივე ქალაქში ფანზონები პოპულარულ ბარებშია განთავსებული, რაც შესაძლებლობას მისცემს ქომაგებს მატჩამდე ერთად გახურდნენ.

შესაბამის გაფორმებასთან ერთად, პირველ შემოსულ სტუმრებს დახვდებათ სელფის საჩუქრები. სამივე ლოკაციაზე, მატჩის დღეს, თამაშის დაწყებამდე, ფანზონას ესტუმრება ქართული ფეხბურთის ლეგენდა: შოთა არველაძე - დორტმუნდში, თემურ ქეცბაია - ჰამბურგში და  ლევან ყენია - გელზენკირხენში. 

ფანზონების განთავსების მისამართებია:

დორტმუნდი:       The Londoner |18 ივნისი

ჰამბურგი:           Klempau’s Paulaner | 22 ივნისი

გელზენკირხენი:  Fankeipe auf Schalke  | 26 ივნისი

პირველ აბზაცში სიტყვა პრესრელიზი არასწორად წერია, გთხოვთ ჩაასწოროთ.  ასევე, გიგზავნით ვიზუალის მასტერს რომ შესაბამის ზომაში დავსვათ ვიზუალი, სამწუხაროთ ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან ვერ გიგზავნით თქვენ მიერ მოთხოვნილ ზომებს. დიდი მადლობა.