თბილისი (GBC) - გასული წლის დეკემბერში ადგილობრივმა ექსპორტმა $297.9 მლნ შეადგინა. ეს მაჩვენებელი 6.2%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021 დეკ - $317.6მლნ).

საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი 24.5% ჩინეთში განხორციელდა. საქართველოდან ჩინეთში სულ $73 მლნ-ის პროდუქტი გავიდა ექსპორტზე.

მეორე ადგილზეა რუსეთი  12.4%. რუსეთში სულ $36.9 მლნ-ის პროდუქცია გავიდა.

მესამეზეა ბულგარეთი  9.4%. ბულგარეთში სულ $28 მლნ-ის პროდუქცია გავიდა ექსპორტზე.

რაც შეეხება პროდუქციას. დეკემბრის TOP3 ადგილობრივი ექსპორტის პროდუქტი შემდეგია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $91.4 მლნ-ის 44.3 ათასი ტონა.

2. ქიმიური,მინერალური ან აზოტოვანი სასუქები - $32.3 მლნ-ის 55.6 ათასი ტონა.

3. ღვინო - $19.7 მლნ-ის 6.8 მლნ ლიტრი.

ამ სამი პროდუქტის ჯამი, მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 48.1%-ს შეადგენს.