თბილისი (GBC) – „ენგურჰესის“ ცნობით, სადერივაციო გვირაბის დათვალიერებისა და საჭიროების შემთხვევაში, გაწმენდის მიზნით, „ენგურჰესი“ 2 აპრილიდან 10 აპრილამდე გაჩერდება. ჰესის ადმინისტრაციის თქმით, ელექტრომომარაგების კუთხით, მოსახლეობას დისკომფორტი არ შეექმნებათ.

„ენგურჰესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ  სადერივაციო გვირაბის დათვალიერებისა და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ენგურჰესი 2 აპრილიდან რამდენიმე დღით გაჩერდება. განცხადებიდან ვიგებთ, რომ სადერივაციო გვირაბის დაცლა და მისი დეტალური შესწავლა საჭიროა ენგურჰესის რეაბილიტაციის მე-4 ეტაპის ფინალური ფაზის ფარგლებშიც, რათა აუცილებელი სამუშაოები ზუსტად განისაზღვროს. გვირაბის დათვალიერებისა და შესწავლის შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 10 აპრილამდე გაგრძელდება, ენგურჰესი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. აღნიშნული პროცესი, ელექტრომომარაგების კუთხით, მოსახლეობას დისკომფორტს არ შეუქმნის.