თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 23–27 დეკემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, წინა კვირასთან შედარებით, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები უმეტესად გაიაფდა. პლუსში მხოლოდ საქართველოს კაპიტალია, თუმცა წინა თვესთან შედარებით ყველა აქცია მინუსშია.
კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 46.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.71% წინა კვირასთან შედარებით და - 8.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 95 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.50 - 47.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 67 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.29% წინა კვირასთან შედარებით და -3.32% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 107 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.20 - 31.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 80 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.72 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.53% წინა კვირასთან შედარებით და - 2.17% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 110 ათას აქციაზე მეტი შეsადგინა, GBP 11.06 - 11.82 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 111 ათასი აქცია შეადგინა.