თბილისი (GVBC) - რკინიგზის გენერალური დირექტორ ლაშა აბაშიძე მინისტრის მოადგილესთან ერთად ბათუმის სარკინიგზო სავაგონო დეპოში მივიდა, სამუშაო პროცესების გასაცნობად.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის როლზე სარკინიგზო, ინტერმოდალური და მულტიმოდალური გადაზიდვების ზრდის მიმართულებით.

თამარ იოსელიანმა სტატისტიკაზე დაყრდნობით თქვა, რომ შუა დერეფნის მარშრუტზე მოთხოვნა მზარდია.

აღნიშნა, რომ  იანვარ-სექტემბერში ჩინეთიდან და ჩინეთში საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერებმა  შეადგინა 12,721 TEU. წლიურად 40%-მდე ზრდაა(9m/2024 - 9,095 TEU, +39.9%Y.Y). სულ გადაზიდულია 79,239 TEU (9m/2024 - 67.573 TEU, + 17.3%Y.Y).

მან აღინიშნა რკინიგზის მოდერნიზაციის და გამტარუნარიანობის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ რეფორმაზე.

იოსელიანმა სარკინიგზო გადაზიდვების მთლიანი სტატისტიკა მოიხმო: 9 თვეში რკინიგზით, იმპორტის რეჟიმში 2.5 მლნ. ტ გადაიზიდა (2024 - 2.2 მლნ ტ +10.8%Y.Y).