თბილისი (GBC) – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას საახალწლო კონცერტი 22 802 ლარი დაუჯდება. ამის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორის შორენა არჯევანიძის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც 18 დეკემბერს გამოიცა. 

კონცერტზე იმღერებენ: “goody land”, რომელთა ანაზღაურებაც განისაზღვრა 17 700 ლარით და “მასტერი”, ანაზღაურებით - 5 102 ლარი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 23 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 25 დეკემბერს მცხეთის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხის ანთების ცერემონიალთან ერთად გაიმართება საახალწლო კონცერტი.