თბილისი (GBC) – ეგვიპტის დედაქალაქი კაირო მასობრივმა პროტესტმა მოიცვა, წერს გამოცემა Baltimorechronicle. პრეზიდენტ აბდელ ფატახ ას–სისის ქმედებებით აღშფოთებული ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული. ამის მთავარი მიზეზი გახდა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, კორუფციის მაღალი დონე და მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვა. 

მოსახლეობის აღშფოთების საბაბი კი ახალი საპრეზიდენტო სასახლისა და ადმინისტრაციული დედაქალაქის მშენებლობის დაწყების შესახებ გავრცელებული განცხადება გახდა. პროექტის ღირებულება $45 მლრდ–ს შეადგენს. სწორედ ამან გამოიწვია მოქალაქეთა განსაკუთრებული აღშფოთება ცხოვრების დონის გაუარესების ფონზე.

ას–სისიმ, რომელიც ხელისუფლებაში 2014 წელს მოვიდა, საკუთარი საპრეზიდენტო ვადა 4–დან 6 წლამდე გაზარდა, რისთვისაც 2019 წელს რეფერენდუმის ჩატარება დასჭირდა. თუმცა, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეგვიპტელების ცხოვრება არ გაუმჯობესებულა და ბევრი მიიჩნევს, რომ მის ა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მხოლოდ გააღრმავა კრიზისი.

პროტესტში აქტიურად მონაწილეობენ 2014 წელს დამხობილი მოძრაობის „ძმები–მუსლიმები“ წარმომადგენლები.

კაიროში მიტინგები გრძელდება და მათი მასშტაბი სულ უფრო იზრდება. ეგვიპტის ხელისუფლებას მიმდინარე ამბების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.