თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელის პირველ კვარტალში საქართველოში $7 მლნ-ის შაქარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ($10,2 მლნ) $3,2 მლნ-ით ჩამორჩება (–31,3%).

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ჯამში $87,67 მლნ-ის შაქარი შემოვიდა.

2024 წლის შაქრის საიმპორტო TOP3 ქვეყანაა:

  • ბრაზილია - $27,1 მლნ
  • საფრანგეთი - $17,2 მლნ
  • ნიდერლანდები - $11 მლნ

შაქრის ექსპორტს რაც შეეხება, 2024 წელს საქართველოდან სულ $35.29 ათასის შაქარი გავიდა, რომელიც თითქმის მთლიანად აზერბაიჯანის ბაზარმა აითვისა.