თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით ტაშკენტში იმყოფება. ლაშა აბაშიძემ ორშაბათს სამმხრივი შეხვედრა გამართა, რომელშიც აზერბაიჯანისა და უზბეკეთის რკინიგზების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. 

მხარეებმა სატვირთო გადაზიდვები და გაუმჯობესებული სერვისები განიხილეს. 

"საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ქვეყნები ასოციაციის ფარგლებში გააღრმავებენ თანამშრომლობას, რაც გააძლიერებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლს, გაზრდის ტვირთნაკადების მოზიდვის პოტენციალს და ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას", - წერს საქართველოს რკინიგზა.