თბილისი (GBC) - იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $13.6 მლრდ  შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი $4.1 მლრდ შეადგენს (+37.4 %Y.Y), ხოლო იმპორტი $9.5 მლრდ (+34.4 % Y.Y).

როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში სპილენძის მადნები და მსუბუქი ავტომობილები ტოპ პოზიციებს იკავებს.

ტოპ ექსპორტ/იმპორტირებული პროდუქცია ასეთია:

ექსპორტი:

1 სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $753.3 მლნ-ს 311.3 ათასი ტონა.

2 მსუბუქი ავტომობილები - $590.5 მლნ-ს 58154 ერთეული.

3 ფეროშენადნობები - $431.6 მლნ-ს 208.4 ათასი ტ.

4 მინერალური,ქიმიური და აზოტოვანი სასუქები - $207.4მლნ-ს 332.5 ათასი ტ.

5 ღვინო - $173.3მლნ-ს 65.2 მლნ ლიტრი.

იმპორტი:

 

1 მსუბუქი ავტომობილები - $1.1მლრდ-ს 106741 ერთეული.

2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $1მლრდ-ს  998.1 ათასი ტ.

3 სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $568.1მლნ-ს 258.3 ათასი ტ.

4 სამკურნალო საშუალებები - $295.9მლნ-ს 9.2 ათასი ტ.

5 ნავთობის აირები - $292.1მლნ-ს 38.1 ათასი ტ.