თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო-გამშვებ პუნქტში - „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“გერმანიიდან შემოტანილი 108 000 კგ ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული 4 მანქანია შემოწმდა.
საქონლის ტრანსპორტირებისას გამოვლინდა მკაცრი ტემპერატურული კონტროლის დარღვევა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ნაწილის ლღობა.
ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკის შემცველი იმპორტირებული გაყინული ქათმის ხორცის სრული პარტია განადგურდა.