თბილისი (GBC) – თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თელ-ავივის მიმართულებით, მიუხედავად ისრაელი–ჰეზბოლას შორის კონფლიქტის მწვავე ფაზაში შესვლისა, შეუფერხებლად ხორციელდება. ამ მიმართულებით ავიარეისებს ოთხი ავიაკომპანია ასრულებს, დღე–ღამეში 4 სიხშირით. 

ამასობაში, ბაქოს აეროპორტიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გაურკვეველი ვადით შეაჩერეს ავიაკომპანიებმა Wizz Air, British Airways და Azerbaijan Airlines.

ისრაელის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორშაბათს ჰეზბოლას სამხედრო დაჯგუფების 1 600 ობიექტზე მიიტანეს იერიში ლიბანის ტერიტორიაზე. უწყების ცნობით, განადგურებულია სარაკეტო დანადგარები, სამეთაურო პუნქტები და ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს,

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 492 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 35 ბავშვი. დაჭრილია 1 645 ადამიანი.

მანამდე ისრაელი ლიბანის მოსახლეობას აფრთხილებდა, გასულიყვნენ იმ რაიონებიდან, სადაც, ისრაელური დაზვერვის მონაცემებით, განლაგებული იყო ჰეზბოლას იარაღის საწყობები, მათ შორის ახლო და შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტები. სწორედ ამ ტერიტორრიიდან უშვებდა ჰეზბოლა რაკეტებს ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილის მიმართულებით. ამ რაიონიდან ისრაელს 60 000 ადამიანის ევაკუაცია მოუწია.