თბილისი (GBC) - დეპოზიტების დოლარიზაცია, სებ-ის თვის მიმოხილვით, საცალო სექტორში 0.4%პ-ით გაიზარდა.

ამასთან რეზიდენტების ლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი 0.5 %პ-ით, 10.8% -მდე გაიზარდა.

ასევე მოიმატა აშშ დოლარის და ევროს ვადიანი ანაბრის საპროცენტო განაკვეთებმა, 0.4 და 0.2 %პ-ით, შესაბამისად 2.6% და 1.4% -მდე.

სექტემბერში ეროვნული ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე (მთავრობის დეპოზიტების გარეშე) საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით, 7.4% -მდე გაიზარდა. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.3 %პ-ით, 1.9%-მდე.

საბანკო სექტორში დეპოზიტები (მიმდინარე, მოთხოვნამდე, ვადიანი, ბანკების და მთავრობის დეპოზიტების (5.2 მლრდ) გარეშე) , 1.10.2024 -ის მდგომარეობით, 52.4 მლრდ ლარია. მათ შორის ვადიან საანაბრე ანგარიშებზე 22.2 მლრდ ლარია.

არარეზიდენტებისგან, სულ, სექტორს მოზიდული აქვს 10.7 მლრდ ლარი. აქედან, 8.5 მლრდ საცალო მაენაბრეებზე მოდის. სხვა ქვეყნის ფიზ და იურიდიული პირების მიმდინარე ანგარიშებზე კი 2.8 მლრდ ლარია, ½-ზე მეტი, 1.5 მლრდ ლარამდე კომპანიების ანგარიშებზეა.

წყარო: BRG