თბილისი (GBC) - იპოთეკური დაკრედიტება წლიური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს ინარჩუნებს.

სებ-ის ინტერაქტიული  სტატისტიკით წლიური ზრდა, დეკემბრის მდგომარეობით (01.12.2025) 11%-მდეა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის 10%-ს ჩამოცდენილი იყო. 

შემცირებულია პრობლემური იპოთეკის წილი. გაპრობლემების კოეფიციენტი ლარში 1.2%-მდეა დაწეული (L/Y- 1.5%). აშშ დოლარში 1.6%-მდე (L/Y – 2%). ევროში, უძრავი ქონების  შეძენა/რემონტისთვის გაცემულ სესხებში უმოქმედო კრედიტების წილი 0.3%პ-ით არის შემცირებული.

სების ინტერაქტიური სტატისტიკით, 01.12.2025-ისთვის ბანკების პორტფელში 13, 2 მლრდ ლარის იპოთეკური სესხებია. მ.შ. 31% სავალუტო იპოთეკაზე მოდის.

 GEL

1.2%

 USD

1.6%

 EUR

2.1%

Total

1.4%