თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 29 დეკემბერი - 2 იანვრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიის აქციების ღირებულებიდან, მხოლოდ თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციებია მინუსში, როგორც წინა კვირის, ისე წინა თვის ჭრილში.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 92.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.10% წინა კვირასთან შედარებით და +0.66% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 251 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 90.80 - 94.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 39.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.87% წინა კვირასთან შედარებით და -3.16% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 152 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.65 - 40.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 30.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.64% წინა კვირასთან შედარებით და +8.04% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 154 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.30 - 31.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 45 ათასი აქცია შეადგინა.