თბილისი (GBC) - საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) გასულ კვირას 5.64% შემოსავლიანობით ივაჭრებოდა. კვირის ვაჭრობა 99.07-ით დაიხურა. 

G&T-ის მიმოხილვით, ამ დროისთვის ფასიანი ქაღალდის Z-სპრედი 196.9 bps-ია. პოზიციის გაუმჯობესება ნარჩენი ვადის შემცირებას უკავშირდება. 5-წლიანი ბონდებს ვადა 04/2026-ში ეწურება. პოტენციურ ინვესტრებს უკვე მოელაპარაკნენ. სებ-ის პრეზიდენტი და ფინამნსთა მინისტრი 15-მდე საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ლონდონში დალისტული საქართველოს რკინიგზის (GR) ევროობლიგაცია (GRAIL) გასულ კვირას 94.4-ად ივაჭრებოდა, 6.58%-იანი შემოსავლიანობით. როგორც იცით GR-მ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 2012 წელს გამოშვებული, $500 მილიონის ბონდები (ვადა 10 წელი, განაკვეთი -7.75%), 7 წლიანი მწვანე ევროობლიგაციებით (განაკვეთი 4%) ვადამდე, 2021 წელს დაფარა.