თბილისი (GBC) – ზამთრის ბოლო ღამით ბიტკოინის ფასი $80 000–ს ჩამოსცდა. Binance-ს მონაცემებით, ასეთი იაფი ეტალონური კრიპტოვალუტა 2024 წლის ნოემბრის შემდეგ არ ყოფილა.
ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში ბიტკოინის საბაზრო ფასი $81 ათასს აღემატება, თუმცა ბოლო დღე–ღამის განმავლობაში მან 5,54% დაკარგა.
გასული წლის ნოემბერში ბიტკოინის ფასმა არნახული ზრდა დაიწყო აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე და ისტორიაში პირველად ასცდა $80 ათასიან ზღვარს.