თბილისი (GBC) - ბექა დოჭვირი სებ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან აღმასრულებელ დირექტორად ინაცვლებს, სებ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.

ბექა დოჭვირი იურისტია, 2021-2023 წლებში მუშაობდა „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილის  პოზიციაზე.  2019-2021 წლებში იყო საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა იურიდიულ დეპარტამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. იყო ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსი, მუშაობდა ბიზნესომბუდსმენის აპარატში ექსპერტის პოზიციაზე სამართლებრივ საკითხებში. კარიერის დასაწყისში, 2009-2013 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრისა და მედიაცენტრის იურისტი.

როგორც იცით, თებერვალში ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად დაინიშნა. ასევე სებ-ის საბჭო  4 წევრით, 9-მდე შეივსო. სებ-ის I ვიცეპრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძეა, ვიცე-პრეზიცენტია საბჭოს ახლად არჩეული წევრი ნინო ჯელაძე.