თბილისი (GBC) - 2025 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განხილული დავების თითქმის 80% მომხმარებელთა სასარგებლოდ დასრულდა

პროვაიდერებმა მომხმარებლებს 400 000 ლარზე მეტი აუნაზღაურეს, - სებ-ის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას ამასთან აღნიშნა, რომ კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც უსასყიდლოდ განიხილავს მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მ.შ. ბანკებს შორის დავებს.

ნათია თუირნავას თქმით, შარშან მიღებული 158 საჩივრიდან 111 საჩივარი წარმოებაში მიიღო, რომელთა დავის საგნის ღირებულებამ ₾1 მილიონს გადააჭარბა. გადაწყვეტილი დავების 78% მომხმარებლის სასარგებლოდ დასრულდა. კომისიის საქმიანობის ფარგლებში ფაქტობრივად ანაზღაურებულია/ჩარიცხულია 412 000 ლარი.

კომიტეტზე სებ-ის პრეზიდენტმა მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის გადადგმულ აქტივობებზეც ისაუბრა. მათ შორის საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგიის დამტკიცებაზე,რაც ხელს უწყობს მოსახლეობის და დაინტერესებული ყველა მხარის ინფორმირებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით სებ-ისს ხედვაზე, პრიორიტეტებსა და გეგმებზე. ამასთან დაიხვეწა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო.

„დამატებით, 1 მაისიდან (2025) ფიზიკური პირებისა და 2 მილიონ ლარამდე ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის რეფინანსირებისას წინსწრებით დაფარვის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა 2%-დან, 0.5%-მდე შემცირდა.  შემცირდა ერთიდან მე-2 ფინანსური ორგანიზაციაშის ვალდებულებების გადატანის ხარჯი, რაც ხელს უწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას“, - დასძინა ნათია თურნავამ და მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს კანონში შესული ცვლილების გამო, რომლის თანახმად დავის საგანი 100 000 ლარამდე გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.