თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 24 დეკემბერს 5-წლიანი 100 მლნ ლარის (35.6 მლნ აშშ დოლარის) ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა.

ამასთან, მოთხოვნა 1.9-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.118 პპ-ით გაიზარდა და 8.435% შეადგინა.