ბათუმში ბინები გაძვირდა, ქირა წლიურად 7.3%-ით გაიაფდა
მიუხედავად პირველად
ბაზარზე გაზრდილი
გაყიდვებისა, ეს დონე კვლავ
მნიშვნელოვნად ჩამორჩება
2022-23 წლების რეკორდულ
ნიშნულს, ხოლო გასაყიდი
ბინების რაოდენობა ზრდას
განაგრძობს, რაც ხაზს
უსვამს შენარჩუნებულ
ჭარბი მიწოდების რისკებს.
ამის ფონზე, პირველად
ბაზარზე ფასის ზრდის
მაღალი ტემპი შენარჩუნდა,
თუმცა, მიმდინარე
მშენებლობების დიდმა
მოცულობამ და ქირის
შემოსავლიანობის
სტაბილურმა შემცირებამ
შესაძლოა მასზე წნეხი
მოახდინოს.უძრავი ქონების
გაყიდვები საჯარო
რეესტრის მონაცემებით,
1Q26-ში ბათუმში 4,049 ბინა
გაიყიდა, რაც წინა წელთან
შედარებით 15.8%-ით მეტია,
აქედან: მეორად ბაზარზე
გაყიდვები, რაც დინამიკას
რეალურ დროში აჩვენებს,
წლიურად 10.1%-ით გაიზარდა
პირველად ბაზარზე
გაყიდვები, რაზეც გავლენას
დაგვიანებული
რეგისტრაციები ახდენს,
წლიურად 21.1%-ით გაიზარდა
ჩვენ მიერ ჩატარებული
დეველოპერების
გამოკითხვის მიხედვით
(რომელიც პირველადი ბაზრის
ტენდენციებს რეალურ დროში
ასახავს), პირველად ბაზარზე
გაყიდვები წლიურად 70.6%-ით
გაიზარდა ფასი გალტ &
თაგარტის კვლევის
მიხედვით, 2026 წლის მარტში,
პირველად ბაზარზე
კვადრატული მეტრის
საშუალო ფასმა (მზა
ბინებისთვის) 1,893 აშშ დოლარს
მიაღწია, რაც წლიურად 8.7%
ზრდაა. ამასთან, მეორადი
ბაზრის ახალ პროექტებში
საშუალო ფასი წლიურად 7.8%-ით
გაიზარდა და 1,479 აშშ დოლარი
შეადგინა. ორ ბაზარს შორის
არსებული სხვაობა,
მშენებარე პროექტების
დიდი მოცულობა და ქირის
შემოსავლიანობის
ეტაპობრივი შემცირება
შესაძლოა პირველადი
ბაზრის ფასების ამ ტემპით
ზრდისთვის შემზღუდავ
ფაქტორად იქცეს.ქირა
ბათუმში საშუალო დღიური
ქირა (ADR) 2026 წლის პირველ
კვარტალში წლიურად 7.3%-ით
შემცირდა, თუმცა ძირითადი
შედეგები მეტწილად
ზაფხულის სეზონზეა
დამოკიდებული. ADR-ის
შემცირების მიუხედავად,
ქირის შემოსავლიანობამ 7.1%
შეადგინა, რაც შესადარის
ქალაქებს შორის კვლავ
ერთ-ერთი მაღალია.