თბილისი (GBC) - „ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა ღია ბანკინგი,
რომელსაც დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე მთელი საფინანსო სექტორისთვის. კიდევ ერთი არასაბანკო ინსტიტუტის ჩართვა მნიშვნელოვანი ეტაპია, როგორც ღია ბანკინგის, ისე ფინტექ სექტორის განვითარების პროცესში, - განაცხადა ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ვარლამ ებანოიძემ, სისტემაში კიდევ ერთი პროვაიდერის "მანი მუვერსის" ჩართვაზე, ელექტრონული საფულის, რომელიც PSP-დს 2013 წლიდანაა რეგისტრირებული.
ღია ბანკინგი ფინტექ კომპანიებს საშუალებას აძლევს განავითარონ მათი ინოვაციური მიდგომები და მომხმარებლებზე ორიენტირებული სერვისები.
ღია ბანკინგის პოტენციალის სრულად რეალიზება წარმოშობს ინოვაციურ სერვისებს/პროდუქტებს, რაც გააუმჯობესებს ფინანსური მომსახურების ხარისხს, გაზრდის კონკურენციას, დაამკვიდრებს ახალ სტანდარტებს. შედეგად, საბოლოოდ მომხმარებელი მიიღებს ისეთ პერსონალიზებულ ფინანსურ სერვისებს/პროდუქტებს, რომლებიც შექმნილია მათი საჭიროებების გათვალისწინებით“, - განაცხადა ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ვარლამ ებანოიძემ.