თბილისი (GBC) – სემეკში გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული 30 საკითხი განიხილა. საკითხები შეეხებოდა მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებს, საინვესტიციო გეგმების შეთანხმებისა და სალიცენზიო საკითხებს.
კომისიამ განიხილა საკითხები შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ და შპს „თელავგაზის“, 2025-2029 წლების საინვესტიციო გეგმის შეთანხმების შესახებ.
შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ინვესტიციების ოდენობა 2025 წელს შეადგენს 13,424,834 ლარს; 2026 წელს - 10,969,734 ლარს, 2027 წელს - 7,109,565 ლარს, 2028 წელს - 10,151,014 ლარს, ხოლო 2029 წელს - 10,634,535 ლარს.
შპს „თელავგაზის“ საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ინვესტიციების ოდენობა 2025 წელს შეადგენს 734,900 ლარს, 2026 წელს - 715,900 ლარს, 2027 წელს - 721,900 ლარს, 2028 წელს - 758,400 ლარს, ხოლო 2029 წელს - 643,400 ლარს.
კომისია შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს, კომუნალური კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მომართონ სემეკს ან სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ქოლ ცენტრის საშუალებით ნომერზე 16 216
energynews.ge