თბილისი (GBC) - ღია ბანკინგში კიდევ ერთი ელექტრონული საფულე ჩაერთო. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (PSP) შპს „მანი მუვერსი“ (მმ ინვესტის დაფუძნებული).
შესაბამისად მის ელექტრონულ საფულეს მაი პრიფაილს გაუჩნდა 2 ფუნქცია ანგარიშებზე წვდომის და გადახდის ინიციირების. რაც იმას ნიშნავს, რომ PSP-ს პლატფორმაზევე მომხმარებელს შეეძლება სრულფასოვანი საბანკო მომსახურების მიღება ნაშთის, ამონაწერის ნახვა და ტრანზაქციის შესრულება.
AIS -ანგარიშზე ინფორმაციის წვდომის მომსახურება - მომხმარებლის ფინანსური მონაცემების უსაფრთხო და მოსახერხებელი მართვა.
PIS-გადახდის ინიციირების მომსახურება - სწრაფი და გამარტივებული ტრანზაქციები.
მარეგულირებლის ცნობით, ელექტრონული საფულე მომხმარებლებს ღია ბანკინგის API-ების გამოყენებით ინოვაციურ, უსაფრთხო და მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მომსახურებებს და პროდუქტებს შესთავაზებს.
მე-3 მხარის პროვაიდერის (TPP - Third Party Provider) ჩართულობა უზრუნველყოფს ფინანსური სერვისების ფართოდ დანერგვას.
როგორც იცით ღია ბანკინგი ელექტრონული ტექნოლოგიებით, საფინანსო ორგანიზაციებს შორის, მომხმარებლის (მათი ნაბართვით) ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს.
„მანი მუვერსი“ სებ-ში 2013 წლის იანვრიდანაა დარეგისტრირებული. ამ დროისთვის ბაზაში 30-ზე მეტი სმ პროვაიდერია (PSP).