თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC (TBC PLC) აცხადებს, რომ მისი ბიზნესები საქართველოში და უზბეკეთში Global Finance-ის 2026 წლის The Innovators Awards-ზე სამ კატეგორიაში აღიარეს.

ქართული TBC ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ინოვაციურ ბანკად დასახელდა, 2025 წლის განმავლობაში ბაზარზე წარდგენილი უნიკალური პროდუქტების ფართო სპექტრის წყალობით. აღნიშნული ინოვაციები მოიცავს როგორც საცალო, ისე ბიზნეს ბანკინგში მყისიერ ონბორდინგს, ასევე ბანკის შიდა AI ასისტენტის - Genie-ს განვითარებას. 

TBC Bank ასევე აღიარებულ იქნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის Top Financial Innovation კატეგორიაში. ეს ჯილდო ბანკმა მიიღო AI Mini & Micro Loan Issuance Assistant-ის განვითარებისთვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ავტომატიზაციას უკეთებს მცირე სესხების გაცემის პროცესს, ცვლის მანამდე არსებულ ხელით პროცესს და მნიშვნელოვნად ამცირებს სესხის გაცემის დროს.

TBC Uzbekistan ცენტრალური აზიის წამყვანი ციფრული ფინანსური ეკოსისტემა, ასევე დასახელდა გამარჯვებულად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში Top Financial Innovation კატეგორიაში. ეს ჯილდო მიენიჭა Lola-ს შექმნისთვის - ცენტრალური აზიის პირველი AI ბანკინგ ასისტენტის. გენერაციული AI ჩატბოტების შთაგონებით შექმნილი და უზბეკურ ენაზე დაფუძნებული საკუთარი LLM-ებისა და Speech Tech ტექნოლოგიების გამოყენებით, Lola ფუნქციონირებს როგორც ტექსტური და შემდგომ ხმოვანი „პირადი ბანკირი ჯიბეში“, რომელიც ცვლის მომხმარებლის გამოცდილებას - აერთიანებს ტრანზაქციულ და საინფორმაციო მხარდაჭერას ერთ ციფრულ პლატფორმაში. 

„ორივე ბაზარზე ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვქმნით ახალ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუმჯობესებს ფინანსურ სერვისებს და ამარტივებს ჩვენი მომხმარებლების ცხოვრებას. ტექნოლოგიური განვითარება უკვე 30 წელზე მეტია ჩვენი დნმ-ის ნაწილია. ჩვენ ვაგრძელებთ შესაძლებლობების გაფართოებას როგორც ამ ბაზარზე, ასევე უზბეკეთში, სადაც 2020 წელს სწრაფად მზარდი ციფრული საბანკო ეკოსისტემა დავნერგეთ. Global Finance-ის ეს აღიარება ადასტურებს ჩვენს ტექნოლოგიურ ლიდერობას ევრაზიის მასშტაბით, რადგან ვაგრძელებთ ფინანსების მომავლის ფორმირებას რეგიონში“, - აცხადებს TBC PLC-ის CEO, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

Global Finance-ის The Innovators Awards უკვე ათ წელზე მეტია წარმოადგენს ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ ნიშნულს და გამოარჩევს იმ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ლიდერობენ ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით და ქმნიან ახალ გადაწყვეტილებებს გლობალური საბანკო სექტორის მომავლისთვის.