თბილისი (GBC) – Georgia Capital -ის (GCAP) შვილობილი გრინვეის (ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ბიზნესი / PTI) შემოსავლები 1Q25-ში 4.2%-ით შემცირდა (y.y) და ₾5.3 მლნ შეადგინა.

Greenway-ს EBITDA 1Q25-ში 14%-ით შემცირდა. ამას GCAP ძირითადად ინსპექტირებული ავტომობილების რაოდენობის 5.6%-იანი კლებით ხსნის (y.y). 

 EBITDA ₾2.5 მლნ-მდეა შემცირებული.

პირველი კვარტლის კლებისგან განსხვავებით, PTI-ის შემოსავალი წლიურად 0.8%-ით გაიზარდა და შეადგინა ₾5.7 მლნ ლარი (წლიური მაჩვენებლით – ₾23.4 მლნ, რაც 12.3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით), რაც განპირობებულია ინსპექტირებული ავტომობილების რაოდენობის 1.1%-იანი ზრდით (წლიურად – 11.7%-იანი ზრდა).

EBITDA გაიზარდა 9.4%-ით მეოთხე კვარტალში და 18.8%-ით სრულ 2024 წელს, რაც GCAP-მა ეფექტიანობის გაუმჯობესებით ახსნა. გასული წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესმა პირველად გაუნაწილა დივიდენდი GCAP-ს (დაფუძნების დღიდან, 2018 წლიდან), რაც ₾1 მლნ-ს შეადგენდა.