თბილისი (GBC) - ბანკების პორტფელში იპოთეკური სესხების წილი შემცირებულია, თუმცა ბოლო თვეებში ტემპი აჩქარებულია.
სებ-ის ინტერქატიული სტატისტიკით, შეუქცევადი ზრდა ივლისიდან აღინიშნება. იმ დროისთვის წლიური მაჩვენებელი იყო +10.7%Y.Y. ოქტომბრისთვი (Q3/2024) კი 12.6%-მდეა მომატებული.
აჩქარების მიუხედავად, ზრდის წლიური კოეფიციენტი რამდენჯერმე ჩამორჩება სამომხმარებლო დაკრედიტების მახასიათებელს. (სამომხმარებლო სეხების წლიური ზრდა 26.3%-ია. მარეგულირებელი ტემპს მდგრადად მიიჩნევს).
სებ-ის ანალიტიკური ანგარიშით, Q3/2024 მდგომარეობით, იპოთეკის წილი 19.6%-ია. წლის დასაწყისში 20%-საღემატებოდა, 2023-ში 21%-ს.
იპოთეკური სესხების პორტფელი Q3/2024-ის მდგომარეობით 11.6 მლრდ ლარია, საიდანაც 5-დან 10 წლამდე ვადიანობის სესხების ნაშთი 3.046 მლრდ ლარს შეადგენს. 10 წელზე მეტი ვადით 7.7 მლრდ ლარის იპოთეკაა გაცემული (Q3/2024 – 2.4 მლრდ; 7.03 მლრდ). აქედან 3.2 მლრდ-ის ეკვივალენტი სავალუტო სესხებია
როგორც იცით, 2022-ის შემოდგომიდან სავალუტო იპოთეკის მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე დამოკლდა.
იმავე წლის საზაფხულო რეგულაციით კი +3%-იანი დერეფანი გაიხსნა, როგორც სავალუტო ასევე ლარის იპოთეკაზე, თუმცა სავალუტო იპოთეკა მეტად დაიწნეხა. 3%-იანი დერეფანი ითვალისწინებს ცვლადგანაკვეთიანი (გაცემული სავალუტო იპოთეკების უმეტესობა ცვლადი და ფიქსირებულის მიქსია) სესხის გაცემას მსესხებლის გადახდისუნარიანობის +3%-ითშეფასებას. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ განაკვეთი 1,2 ან 3%-ით გაიზრდება, იპოთეკარს სესხის მომსახურება არ უნდა გაუჭირდეს. და რომ 10 წლამდე პერიოდში არასდროს გაუჭირდება, ამაში ბანკი სესხის გაცემისას უნდა იყოს დარწმუნებული.
წყარო:BRG