საქართველოს რკინიგზით ტვირთბრუნვა 19.9%-ით გაიზარდა, მგზავრთნაკადი კი...
2Q26-ში საერთაშორისო
გადაზიდვის რეჟიმში
რკინიგზით გადატანილი
ტვირთის ჯამური მოცულობის
75.3% მოდიოდა ქვეყანაში
შემოტანილ ტვირთზე, 24.7% კი -
ქვეყნიდან გატანილზე.2Q26-ში
რკინიგზით შემოტანილი
ტვირთის მთლიანი
მოცულობის 38%-ს გამომგზავნ
ქვეყანას რუსეთის
ფედერაცია წარმოადგენდა,
22.7%-ს გამომგზავნს -
აზერბაიჯანი, თითოეული
დანარჩენი გამომგზავნი
ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე
ნაკლები იყო (ჯამურად
39.3%).2Q26-ში რკინიგზით
გატანილი ტვირთის მთლიანი
მოცულობის 17.4%-ს
დანიშნულების ქვეყანას
სომხეთი წარმოადგენდა, 10.1
პროცენტისას - რუსეთის
ფედერაცია, 7.1 პროცენტისას -
ყაზახეთი, ტვირთის მიმღები
თითოეული დანარჩენი
ქვეყნების წილი კი
შედარებით ნაკლები იყო
(ჯამურად 65.4%).2Q26-ში ტრანზიტით
გადატანილი ტვირთის
მთლიანი მოცულობის
განაწილება დანიშნულების
ქვეყნის მიხედვით
შემდეგნაირი იყო: 8.2% -
თურქეთი, 8.1% - ნიდერლანდები,
5.5% - ჩინეთი, 2% - რუმინეთი, 1.8% -
იტალია, 1.2% - უკრაინა,
დანარჩენი კი სხვა
ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე
პერიოდში, ტრანზიტით
გადატანილი ტვირთის 6.6%-ს
გამომგზავნ ქვეყანას
ბრაზილია წარმოადგენდა, 2.5
პროცენტისას - თურქეთი,
ხოლო დანარჩენი სხვა
ქვეყნებზე
მოდიოდა.საანგარიშო
პერიოდში, რკინიგზით
გადატანილი ტვირთის
მთლიანი მოცულობის 32.7%
მოდიოდა კოქსისა და
რაფინირებული
ნავთობპროდუქტების
სასაქონლო ჯგუფზე; 22.2% -
ქიმიკატების, ქიმიური
პროდუქტების და ხელოვნური
ბოჭკოების; რეზინის და
პლასტმასის პროდუქტების
სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 13.7% -
საკვებ პროდუქტებზე,
სასმელებზე და
თამბაქოზე.2Q26-ში სასაქონლო
ჯგუფების მიხედვით
განაწილება განსხვავებული
იყო ადგილობრივი
გადაზიდვების შემთხვევაში
და 54.5% ლითონის მადანსა და
სხვა სამთო და კარიერულ
პროდუქტებზე მოდიოდა, 16.6%
ეჭირა კოქსსა და
რაფინირებულ
ნავთობპროდუქტებს, ხოლო 16% -
სატრანსპორტო
აღჭურვილობის სასაქონლო
ჯგუფს.რაც შეეხება
საერთაშორისო
გადაზიდვებს, საანგარიშო
პერიოდში რკინიგზის
საშუალებით ძირითადად
შემოტანილია კოქსი და
რაფინირებული
ნავთობპროდუქტები (38.6%), სხვა
არამეტალური მინერალური
პროდუქტები (13.2%), ლითონის
მადანი და სხვა სამთო და
კარიერული პროდუქტები (12.5%),
ქვანახშირი და ლიგნიტი;
ნედლი ნავთობი და
ბუნებრივი აირი (12.4%),
ძირითადი ლითონები (7.9%),
საკვები პროდუქტები,
სასმელები და თამბაქო (6.8%),
ქიმიკატები, ქიმიური
პროდუქტები და ხელოვნური
ბოჭკოები (2.6%), ხე და ხის
კორპის პროდუქტები (2.1%),
სოფლის მეურნეობის,
ნადირობისა და
მეტყევეობის პროდუქტები
(1.9%), მანქანები და
აღჭურვილობა (1.1%); ხოლო
გატანილია ქიმიკატები,
ქიმიური პროდუქტები და
ხელოვნური ბოჭკოები (34.7%),
საკვები პროდუქტები,
სასმელები და თამბაქო (27.3%),
ძირითადი ლითონები (11.3%) და
ლითონის მადანი და სხვა
სამთო და კარიერული
პროდუქტები (10.8%).2Q26-ში
ტრანზიტული ტვირთის
მთლიანი მოცულობის 83.6% სამ
სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა,
კერძოდ: კოქსი და
რაფინირებული
ნავთობპროდუქტები (36.2%),
ქიმიკატები, ქიმიური
პროდუქტები და ხელოვნური
ბოჭკოები (31.1%), საკვები
პროდუქტები, სასმელები და
თამბაქო (16.3%).საქსტატის
მონაცემებით, 2Q26-ში
საქართველოს რკინიგზის
მიერ გადაყვანილია 425.8
ათასი მგზავრი, რაც 0.5%-ით
ნაკლებია გასული წლის
შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელზე. ამავე
პერიოდში მგზავრთბრუნვის
მოცულობამ 91.7 მილიონი
მგზავრ-კილომეტრი
შეადგინა, რაც 2.3%-ით
ნაკლებია გასული წლის
შესაბამის პერიოდთან
შედარებით.2Q26-ში
ადგილობრივი მიმოსვლის
რეჟიმში გადაყვანილია 408.4
ათასი მგზავრი, რაც
რკინიგზით გადაყვანილი
მგზავრების მთლიანი
რაოდენობის 95.9%-ს შეადგენს
და 3.4%-ით ჩამორჩება 2025 წლის
შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელს. ამასთან,
საერთაშორისო მიმოსვლის
რეჟიმში გადაყვანილია 17.4
ათასი მგზავრი, რაც
დაახლოებით 3.5-ჯერ
აღემატება გასული წლის
შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელს.
საერთაშორისო მიმოსვლის
რეჟიმში გადაყვანილი
მგზავრების 33.4% შემოვიდა
აზერბაიჯანიდან, 21.4%
შემოვიდა სომხეთიდან, 33.7%
გავიდა აზერბაიჯანის
მიმართულებით, ხოლო 11.5%
გავიდა სომხეთის
მიმართულებით.
1787125844