თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მასში მალულად განთავსებული ცეცხლსასროლი იარაღის, 2 მჭიდისა და 98 ცალი საბრძოლო ვაზნის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.