თბილისი (GBC) - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელად ირაკლი ფავლენიშვილი აირჩიეს. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე ოთხშაბათს მიიღეს.
მმართველობითი საბჭოს განახლებულ შემადგენლობაში ასევე შედიან: პეტრე ცისკარიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი და პატიმრობაში მყოფი ირაკლი ნადირაძე.
რაც შეეხება პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მან უარი თქვა მმართველობითი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობაზე და საქმიანობას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის სტატუსით გააგრძელებს.
