თბილისი (GBC) - ხელოვნური ინტელექტის გიგანტმა OpenAI-მ აშშ-ის სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რათა შეწყდეს Apple-ის სარჩელი, რომელიც კომპანიასა და მის ორ ყოფილ თანამშრომელს iPhone-ის მწარმოებლის სავაჭრო საიდუმლოებების უკანონო მითვისებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

Apple-მა OpenAI-ს სასამართლოში ივლისში უჩივლა. ტექნოლოგიური გიგანტის მტკიცებით, ChatGPT-ის შემქმნელმა ყოფილი თანამშრომლების, დაქირავების პრაქტიკისა და მომწოდებლებთან ურთიერთობების გამოყენებით Apple-ის კონფიდენციალური ინფორმაცია სისტემატურად მოიპოვა, რათა სამომხმარებლო აპარატურის (hardware) ბაზარზე თავისი პოზიციები დაეჩქარებინა.

OpenAI-ს ადვოკატები წარდგენილ დოკუმენტაციაში ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ კომპანიას Apple-ის საიდუმლოებების გამოყენების არანაირი საჭიროება თუ სურვილი არ აქვს, რადგან ის სრულიად ახალ და განსხვავებულ პროდუქტზე მუშაობს.

ამასთან, OpenAI-ში ადასტურებენ დაინტერესებას ინდუსტრიის წამყვანი ინჟინრებისა და დეველოპერების დასაქმებით და აღნიშნავენ, რომ Apple-ის ყოფილმა თანამშრომლებმა სამუშაო ადგილი საკუთარი სურვილით, ინოვაციური პროექტებით დაინტერესების გამო შეიცვალეს.