თბილისი (GBC) – “კრისტალის” გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ პანელურ დისკუსიაში, რომელიც საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსის BARTA 2024-ის ფარგლებში გაიმართა, კორპორაციული გამჭვირვალობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, “კრისტალის” გამოცდილებაზე ისაუბრა. 

დისკუსიაში მონაწილეობას მსოფლიო ბანკის, საქართველო ეროვნული ბანკის, მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები იღებდნენ. მათ საქართველოში კორპორაციული გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე, BARTA-ს როლსა და იმ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რომლებიც საკითხის განვითარებისთვის სამომავლოდ უნდა გადაიდგას. 

ილია რევიამ, როგორც BARTA-ს არაერთგზის გამარჯვებული, მსხვილი ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ღონისძიების დამსწრეებს “კრისტალის” გამოცდილება გაუზიარა. მან აქცენტი გააკეთა ფინანსური გამჭვირვალობისა და ღიაობის კუთხით კომპანიაში არსებულ პრინციპებზე და აღნიშნა, რომ ეს ფაქტორები განსაკუთრებულ როლს ასრულებს “კრისტალის” მაღალი სანდოობით გამორჩეული რეპუტაციის ფორმირებაში და მათი მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა მმართველობის ხარისხზე, მდგრადობაზე, საინვესტიციო პოტენციალსა და თავად ინვესტორების გადაწყვეტილებაზე.

“ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაციისთვის გამჭვირვალობა და ღიაობა წარმატების საკვანძო ფაქტორებს წარმოადგენს. “კრისტალისთვის” ორივე მათგანი ფუნდამენტური ღირებულებებია და ამ პრინციპების მხარდაჭერა ჩვენს წინსვლაში უდიდეს როლს ასრულებს. საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსი BARTA საქართველოში 2019 წლიდან ტარდება და „კრისტალი“ მასში დაარსების დღიდან მონაწილეობს. კომპანიამ კონკურსის საპატიო ჯილდო წელს უკვე მეექვსედ მოიპოვა. რაც კიდევ მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ჩვენს გუნდს. რა თქმა უნდა, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგაც გამჭვირვალობისა და ღიაობის ერთგულები დავრჩებით”, - აღნიშნა პანელურ დისკუსიაზე ილია რევიამ. 

“კრისტალი” საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსზე BARTA 2024, მსხვილი საფინანსო კომპანიის კატეგორიაში საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა. ეს აღიარება კომპანიის სტაბილურ განვითარებას უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ „კრისტალის“ გუნდისთვის ფინანსური გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და ღიაობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციულ ღირებულებას წარმოადგენს. ეს პრინციპები მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენს კომპანიაში არსებულ მმართველობის ხარისხზე, მის მდგრადობაზე, საინვესტიციო პოტენციალსა და თავად ინვესტორების გადაწყვეტილებაზე. 

კონკურსი მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მიერ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით იმართება. 

BARTA-ს მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებაა, მდგრადი და სისტემური ანგარიშგების მიმართულებით აღიარება ხელს უწყობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ინვესტორთა ნდობის მოპოვებას და კომპანიის საქმიანობით დაინტერესებულ პირებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციას.

“კრისტალის” შესახებ:

კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. 

მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე, კომპანია  ქართულ საფინანსო ბაზარზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. 

კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგარამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის მანძილზე ორგანიზაციამ ხანგრძლივი, გამოწვევებით და მრავალი წარმატებით სავსე პერიოდი გაიარა.