თბილისი (GBC) – ჩინეთი 2025 წელს გეგმავს თავდაცვის ხარჯების გაზრდას 7.2%-ით, 1.78 ტრილიონ იუანამდე (დაახლოებით €231 მლრდ). ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა საყოველთაო კრების გახსნისას განაცხადეს.
2024 წელს, ჩინეთმა სამხედრო ხარჯები ასევე 7,2%-ით გაზარდა.
აშშ-ის შემდეგ ჩინეთს მსოფლიოში თავდაცვის ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს.
სააგენტო Reuters წერს, რომ 2013 წელს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ქვეყნის არმიის მასშტაბურ მოდერნიზაციას ახორციელებს.
პეკინის მიზანია, 2049 წლისთვის „მსოფლიო დონის არმია“ შექმნას. ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აგრესიული განზრახვები არ აქვს და სუვერენიტეტის დაცვაში ახდენს ინვესტიციების დაბანდებას.