თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC-მ (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) ₾55 მლნ-იანი კაპიტალის შემცირების პროგრამის ფარგლებში 36,000 ცალი აქცია გააუქმა.
აქციები 28 მაისს გაუქმდა, ამ დროისთვის კი ჯგუფს ხაზინაში არცერთი აქცია აღარ რჩებოდა, ხოლო ხმის უფლების მქონე ჩვეულებრივი აქციების რაოდენობამ კი 43,187,929 შეადგინა.
₾55 მილიონიანი აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა ჯგუფმა 2026 წლის 07 მაისს გამოცხადდა.
წინა პროგრამა LFG-მ მიმდინარე წლის 25 მარტს დახურა. კომპანიამ ბოლოს გააუქმა 141,978 სახაზინო აქცია, რომელიც გამოისყიდა 2026 წლის 25 თებერვალს გამოცხადებული ₾53.5 მლნ ლარის ღირებულების აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის ფარგლებში, რაც წარმოადგენდა 2025 წლის 20 აგვისტოსა და 20 ნოემბერს გამოცხადებული ₾98მლნ-იანი ღირებულების და ₾51.5 მლნ-ის ღირებულების აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამების გაგრძელებას.
მაისის ბოლოს მდგომარეობით, კაპიტალის შემცირების პროგრამის დაწყებიდან, 2025 წლის აგვისტოდან, ჯამურად გაუქმებულია 675,647 აქცია.