თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.8%-ით.
მათ შორის:
- საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.1%-ით
- არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.05%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.9%-ით
- სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.2%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7%-ით
2026 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 6.4%-იანი ზრდით, რამაც 0.78 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 3.8%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 12.7%-იანი მატებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.2%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.61 და 1.5 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 27.4%-ით.