თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 2–6 ივნისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასები, როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით პლუსშია. ყველაზე დიდი ზრდა Lion Finance Group–მა აჩვენა.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 68.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.14% წინა კვირასთან შედარებით და +8.93% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 156 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 66.10 - 68.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.01% წინა კვირასთან შედარებით და - 6.24% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 214 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.45 - 45.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 19.16 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.24% წინა კვირასთან შედარებით და +13.91% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 163 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 18.46 - 19.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა.