თბილისი (GBC) - მისო პიაცა კაპიტალი AML/CFTკანონმდებლობის დარღვევისთვის 17 300 ლარიოთ დაჯარიმდა. 

მ.შ. ₾6 000 დაეკისრა რეგულატორისთვის დოკუმენტაციის არასწორად წარდგენისთვის, 3 შემთხვევაში. ფინანსური მონიტირინგის სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდების ვადის დარღვევისთვის 300 -300 ლარით, 5 ფაქტზე და 2 000-2 000 ლარით, 2 ინფორმაციის დამალვაზე.

7 000 ლარი კი პიაცას დაკისრებული აქვს სებ-ის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, 1 შემთხვევაზე. 

მ/ო "პიაცა კაპიტალი" მიკროსაფინანსო დაკრედიტებაში 40%-იანი წილით არის წარმოდგენილი.