თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 17–21 ნოემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან ორის აქციები დამაჯერებელ ზრდას აჩვენებს და მწვანე ზონაში ივაჭრებიან როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით, ხოლო ერთის აქციები წინა კვირასთან არ შეცვლილა, წინა თვესთან კი 11%–ზე მეტს კარგავს.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 83.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.04% წინა კვირასთან შედარებით და +10.77% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 227 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 76.65 - 84.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 44 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 37.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -11.01% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 418 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.15 - 37.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 133 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 26.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.19% წინა კვირასთან შედარებით და +7.85% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 190 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.40 - 26.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 36 ათასი აქცია შეადგინა.