სებ-ში აპრილის განმავლობაში კომერციულ ბანკების მომხმარებელთა 2 454 პრეტენზია შევიდა. წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, მომსახურე ბანკის მიმართ უკმაყოფილება, ცენტრალურ ბანკთან უფრო მეტმა მსესხებელმა გამოხატა (04/2023 - 1 420).

სებ-ის სტატისტიკით,  პროდუქტების ჭრილში პრეტენზიების ნახევარზე მეტი მიმდინარე ანგარიშის და საბარათე მომსახურებაზეა. 

პრეტენზიების რაოდენობა სერვისების და პროდიქტების მიხედვით:  04/2024/

 

პრეტენზია

ანგარიში/ბარათი

1 305

ტრანზაქცია 

1 205

ადმინისტრ/მომს

460

ხელშეკრულება

365

სამომხმ სესხი

430

 

 

საკრედიტო ბარათ

119

   
   

სებ-ის სტატისტიკით, მომხმარებელი ძირითადად უკმაყოფილოა ტრანზაქციების გაჭიანურებით. შენიშვნების აქვს  ხელშეკრულების პირობებზე. პრეტენზიებია მომსახურების ტარიფებზე, 91 პრეტენზიაა გამოითქვა ჯარიმებსა და ვადაგადაცილების პროცენტზე. 54, მომსახურების საკომისიოებზე.

გაზრდილია სესხის დამტკიცების საკომისიო. თუ წინა წელს, 1%- 1.5%-ად მტკიცდებოდა.  წელს , 2%, 2.5%-ია.

ასევე სებ-ის რეგულაციების კვალდაკვალ გაჩნდა ახალი ტიპის საკომისიოები, სესხის დაგრძელვადიანების; პროცენტის შემცირების; რესტრუქტურიზაციის.

პერიოდულად, 6-12 თვიან ინტერვალში, გირაოს ფასის თუ სასესხო პირობების ცვლილების შესაბამისად. ასევე სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მ.შ. მსესხებლის სარეიტინგო ქულების გაზრდის საფუძველზე შესაძლებელია პირობების  გაუმჯობესება. პირობების გადახედვა უწინ თუ უფასო იყო. წელს ფასიანია და ძირი  თანხის 0.5%-ის ფარგლებში მერყეობს.

სასესხი განაკვეთებზე პრეტენზიები ძირითადად სავალუტო მსესხებლებისგანაა, რადგან ევროსა და დოლარში  4% 7%-ად  აღებული სესხის განაკვეთებმა 8-11%-ს მიაღწია.

იანვარ - აპრილის 9 352 საჩივრიდან, 5 565, ბანკებში უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და მსვლელობა მხოლოდ 2 244 მიეცა.