თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 564.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.4%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი 835.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 4%-ით), ხოლო იმპორტი 2 728.6 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 19.5%-ით).

ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-თებერვალში 1 893.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53.1%-ია.