თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე 20 ივნისს სამი გარიგება დაიდო, რომელთა ჯამურმა მოცულობამ 16 264 000 ლარი შეადგინა.

პირველი გარიგება, 1 400 000 ლარი, 8,2%–ად შედგა და მისი დაფარვის თარიღია 2024–ის 6 ოქტომბერი – საანგარიშსწორებო ფასით 1 431 000 ლარი. მეორე გარიგების მოცულობამ 3 364 000 ლარი შეადგინა. ამ ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადად 2026 წლის 28 იანვარი დასახელდა, გარიგება 8,3%–ად დაიდო. მესამე და ყველაზე მსხვილი გარიგება – 11 500 000 ლარი – მომავალი წლის 30 მაისს დაფარვის პირობით დაიდო. საპროცენტო განაკვეთმა კი 8,2% შეადგინა.